საპრეზიდენტო სამეულის წინასწარი შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის კომისიაში შესულია 512 უბნის შედეგები, რაც მთლიანი უბნების 13%-ზე მეტია. ამ მონაცემების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ სამეულზე შედეგები ასე გადანაწილდა:

სალომე ზურაბიშვილი - 40,05% (65 480 ხმა)

გრიგოლ ვაშაძე - 37,93% (62 352 ხმა)

დავით ბაქრაძე - 10,83% (17 000 ხმა)