"გიორგი იობაშვილი კლანებს ქმნიდა, 2021-ში ქალაქის მერი უნდა ვიყო მეო"

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ქუთაისის მერიაში გამოეხმაურნენ. თამარ მინაძის თქმით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის ქუთაისში გამარჯვება "ქართული ოცნების" არასწორი პოლიტიკის შედეგია. მისივე განმარტებით, გრიგოლ დალაქიშვილმა და გიორგი იობაშვილმა მერისა და საკრებულოს თანამშრომლები ერთმანეთს დააშორა. 

"იობაშვილ-დალაქიშვილის მუშაობის შედეგი მთელი წლის განმავლობაში. მთელი წელი მოუნდნენ იმას ვინ ვის დალაპარაკებოდა თუ არ დალაპარაკებოდა მერიაში, გათიშეს საკრებულოს და მერიის თანამშრომლები ერთმანეთისგან. თანამშრომლებს იბარებდნენ კაბინეტში და ხელებს უბრახუნებდნენ, კითხვის ნიშნები დაგესმებათო. გააცოცხლეს ის ხალხი ვინც თურმე ქართული ოცნების აქტივს თავის დროზე აგინებდა და ებრძოდნენ. ვინც ერთგული და ჭკვიანი იყო ყველა მოიცილეს. გააცოცხლეს ნაცები. იმის მაგივრად ერთსულოვნება დაემკვიდრებინათ ქალაქში და პარტიაში.... ყველა ყველაფერს აეხდება ფარდა, თუმცა უკვე ყველამ ყველაფერი იცის. თუ ოდნავ მაინც თავმოყვარეობა გააჩნიათ თავისით დაწერონ განცხადებები და წავიდნენ. და მუხლები გადაიტყაონ მეტანიებით, მოინანიონ ის შეცდომები რითაც ქალაქი ასეთ სამარცხვინო დღეში ჩააგდეს. ქუთაისი ყოველთვის იყო და იქნება ვაჟკაცობის, სიყვარულის, ღირსების ქალაქი. არქიფო სეთურობას, სეთურიძეობას და მაქსობას არავის აპატიებს ეს ქალაქი, გამორიცხულია. შემთხვევით თუ ვინმე სადღაც გაძვრა და მოხვდა, უნდა გამოვასწოროთ ეს შეცდომა.

იობაშვილი ჯერ კიდევ ივლისის თვეში აანონსებდა ფარულად კლანებს ქმნიდა რომ 2021-ში ქალაქის მერი უნდა ვიყო მეო , ისე რომ მისი მეგობარი ჯერ არჩეულიც არ იყო მის სკამში ჩაჯდომაზე გეგმებს აწყობდა და გუნდს ხლიჩავდა !!! ასე რომ ვიდრე ახლა მის გულის მოსაგებად აქ რამეს დაწერდეთ...." - ამბობს თამარ მინაძე, ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსის მოადგილე.