არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია

არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია. თამარ ჟვანიას განმარტებით, არჩევნების საბოლოო შედეგი 20 დღის ვადაში გამოქვეყნდება, ამის შემდგომ კი, არჩევნები 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა 615 403 ხმა მიიღო, რაც 38,63%-ია, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 601 175 ხმა - 37,74% . თამარ ჟვანიას ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია 3703 უბნის მონაცემი, რაც წარმოადგენს უბნების თითქმის 100 პროცენტს. 28 ოქტომბრის 20:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46.74 პროცენტია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 3 518 877-ს, რომელშიც ასევე შედიოდნენ საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთ რეგისტრირებული მოქალაქე.