"დეტალურად სჭირდება გაანალიზება იმ შედეგებს, რომელიც ქუთაისში დადგა"

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი შენგელია არჩევნებს აფასებს. მისი განმარტებით, იმ ფატქმა, რომ ქუთაისში ოპოზიციის პარტიის წარმომადგენელმა გაიმარჯვა, მათ პარტიას ბევრი რამისკენ მოუწოდა.

"ცესკოს ბოლო მონაცემებით ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. მმართველ პარტიას ნამდვილად ჰყავს ბევრი მხარდამჭერი. იმაზე მეტი, ვიდრე არჩევნებზე დაფიქსირდა. რაც შეეხება შედეგს, რომელიც ქუთაისში დადგა: ეს რამოდენიმე ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული. ამას კი პარტიის მხრიდან სჭირდება დეტალური ანალიზი. ფაქტი არის ის, რომ ქუთაისმა არჩევნების გზით ჩვენ, მმართველ პარტიას, მიგვითითა ბევრი რამისკენ. ეს განწყობა და მესიჯი, რომელიც არჩევნებმა დაგვანახა, არის ის, რომ ხალხის ხმა ყოველთვის გადამწყვეტი იქნება. მადლობა ყველა იმ მოქალაქეს, რომლემაც სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა და არჩევნებზე მოვიდა. წინ მეორე ტური გველოდება. დარწმუნებული ვარ, ისევე მშვიდ და წყნარ ვითარებაში ჩაივლის, როგორც ახლა ჩაიარა," - განმარტავს ირაკლი შენგელია.