საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვის სახელმწიფოს მიერ 42,667,518 ლარი გამოიყო

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის 10 აგვისტოს დადგენილებაშია აღნიშნული, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვის სახელმწიფოს მიერ 42,667,518 ლარი გამოიყო. 

აქედან 32,127,177 ლარი არჩევნების ჩატარებას უნდა მოხმარებოდა. არჩევნებისთვის მოხელეთა გადამზადებისთვის 1,190,617 ლარი; საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსებისთვის კი 2,111,674 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. 

ამასთან, დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის არჩევნების პირველ ტურზე, 7,238,050 ლარი უნდა დახარჯულიყო..

წინა 5 იანვრის დადგენილებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვის 39,136,784 ლარი იყო გათვალისწინებული. აქედან 28,272,634 ლარი არჩევნების ჩატარებას უნდა მოხმარებოდა. არჩევნებისთვის მოხელეთა გადამზადებისთვის 1,002,300 ლარის დახარჯვა, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსებისთვის კი 2,242,850 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. ამასთან, 5 იანვრის დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსების ხარჯი 7,619,000 ლარი იყო გათვალისწინებული.