"ევროპული საქართველო მხარს გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერს"

 

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ქუთაისში "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი აფასებს. მერაბ მეშველიანის განმარტებით,  "ევროპული საქართველო" მეორე ტურში მხარს დაუჭერს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს.

"წინასაარჩევნო პერიოდში სახელისუფლებო რესურსი მობილიზებული იყო სახელისუფლებო კანდიდატისთვის. ხდებოდა სოციალური ფენების დაშინება,  ასევე ხორციელდებოდა სხვადასხვა მოსყიდვითი ღონისძიებები, მაგრამ მთლიანობაში ქარათველმა ერმა გააკეთა ის არჩევანი, რომ უარი უთხრა ხელისუფლებას და სწორედ ეს უარი იყო განპირობებულიი მათი ექვსთვიანი უმოქმედობით და შეუსრულებელი დაპირებებით. ევროპული საქართველო მხარს დავუჭერა გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო კანდიდატს, ამ შემთხვევაში ბატონ გრიგოლ ვაშაძეს. რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ „ქართული ოცნების“ მმართველობა. მთლიანად ოპოზიციურმა ძალებმა უნდა შევძლოთ, რომ დავიწყოთ ცვლილებები საქართველოში.," - განაცხადა მერაბ მეშველიანმა.