"რეალური საპრეზიდენტო კანდიდატი იყო შალვა ნათელაშვილი"

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ქუთაისში "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელი აფასებს. სამსონ გუგავას განმარტებით, არჩევნებმა ივანიშვილის რეჟიმის დასასრული დაადასტურა. მისივე თქმით, იგივე ძალების ხელისუფლებაში დაბრუნება კარგს არაფერს მოიტანს ქართულ საზოგადოებას. 

"საარჩევნო გარემო იყო უაღრესად რთული. ერთ მხარეს უზარმაზარი ფული და მეორე მხარეს კი გულანთებული ქართული საზოგადოება იდგა. შედეგები კარგი არის იმით, რომ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული დადასტურდა. რეალური საპრეზიდენტო კანდიდატი იყო შალვა ნათელაშვილი, რომელიც წყალივით სჭირდება ამ ქვეყანას. მაგრამ გაიმარჯვა დიდმა ფულმა და სააგიტაციო საშუალებებმა, კანდიდატმა, რომელიც ერთხელ უკვე ნამყოფია ხელისუფლებაში და რაიმე ახლის შემოთავაზება ქვეყნისთვის ნაკლებად შეუძლია. არ მინდა ჩემი პროგნოზები გამართლდეს, მაგრამ რამდენჯერაც არ დაიჯერეს ნათელაშვილის წინასწარი ანალიზი, იმდენჯერ წაიტეხა ქვეყანამ ფეხი. კარგს არაფერს მოგვიტანს იგივე ძალის დაბრუნება ხელისუფლებაში,“ -განმარტავს სამსონ გუგავა.