როგორ შევარჩიოთ მტვერსასრუტი იაფად ინტერნეტში?

მტვერსასრუტი ინტერნეტ მაღაზიებში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად პროდუქტს წარმოადგენს და ეს პირველ რიგში მისი ფართო გამოყენებით აიხსნება, საჭიროა რა ყველა ოჯახში და არც ე.წ პრემიუმ საქონელია, ხელმისაწვდომია ძალიან დიდ საფასო სეგმენტში, 100-დან 1000 ლარამდე ღირებულებით.

მიუხედავად იმისა, რომ ასორტიმენტი ყველა ონლაინ შოპში მეტ-ნაკლებად იდენტურია, მაინც მნიშვნელოვანია მცირე საბაზრო მიმოხილვის გაკეთება და რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინება, თუ გსურთ, რომ მტვერსასრუტი იაფად შეიძინოთ, მათ შორის განვადებითაც.

ძირითადი ცვალებადი ფაქტორები რა თქმა უნდა ბრენდი, ფუნქციური შესაძლებლობები და ფასია. ასევე მნიშვნელოვანია საგარანტიო სერვისები და განვადებით ყიდვის შესაძლებლობა.

Nikai, Franko, Arshia და Philips - ეს ის ბრენდებია, რომელთა პროდუქციაც ამ მიმართულებით ყველაზე მეტი იყიდება და ჩვენც ისინი ფასისა და პრესტიჟულობის მიხედვით დავალაგეთ. ხარისხობრივად, პირველ სამს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არ გახლავთ, რაც შეეხება ფილიპსს, მისი მტვერსასრუტები განსაკუთრებული გამძლეობით, შედარებით უკეთესი საგარანტიო პირობებითა და სუპერ თანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობებით გამოირჩევა.

რაც შეეხება ფასებს, საოჯახო ტექნიკის ონლაინ მაღაზია isurve.ge-ს მიხედვით, მტვერსასრუტი ყველაზე იაფად 135 ლარად შეგიძლიათ იყიდოთ (არშიას წითელი, 2016 წლის მოდელი), ხოლო ყველაზე ძვირადღირებული მოდელის ფასი 1008 ლარი გახლავთ (Philips-ის 2017 წლის უახლესი პროდუქტი).

განვადების ფასების მიხედვით ეს მაჩვენებლები თვეში 9 ლარიდან 60 ლარამდე მერყეობს და დამოკიდებულია ვადასა და იმ ბანკზე, რომელში განვადების გაკეთებასაც გადაწყვეტთ.

ონლაინ მაღაზიების უმრავლესობა მომხმარებელს ამ პროდუქციაზე უფასო ადგილზე მიტანის სერვისსა და 1 წლიან, ხოლო ზოგიერთ მოდელზე 3 წლიან გარანტიას სთავაზობს, ამ მხრივ მომსახურების არჩევანი ყველგან თითქმის ერთნაირია, თუმცა არსებობს გამონაკლისი მაღაზიები, რომლებიც თბილისის მასშტაბით იმავე დღეს მიტანით ან ადგილზე ანგარიშსწორების შესაძლებლობით გამოირჩევა.

ფუნქციურად, ყურადღება აუცილებლად გაამახვილეთ შემდეგ ფაქტორებზე: სიმძლავრე, მოცულობა, წნევა, კაბელის სიგრძე მეტი მოხერხებულობისთვის, ხმაურის დონე, წონა, სრული გაბარიტები და გარანტია.

ლოგიკურია, რომ რაც უფრო მძლავრი, დიდი ტევადობის და ამავე დროს კომპაქტური და გრძელ მანძილზე ფუნქციონირების შესაძლებლობითაა აღჭურვილი, მტვერსასრუტი მით უფრო თანამედროვე და სასურველი შენაძენია.