მეორადი აიფონებისა და სამსუნგის მოდელების გაყიდვები იზრდება

რომელია მეორადი მობილური ტელეფონების ყველაზე პოპულარული ბრენდები ინტერნეტში და რა უნდა გავითვალისწინოთ მათი ყიდვის წინ?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემას დღეს მეორადი აიფონებისა და სამსუნგების გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერის, Mobify.ge-ს მეშვეობით შევეცდებით.

როგორც ირკვევა, ყველაზე პოპულარული მოდელი Apple-ის შემთხვევაში iPhone 7-ია, ხოლო Samsung-ის მსურველები ყველაზე ხშირად Samsung Galaxy S7-ზე აკეთებენ არჩევანს.

2018 წელს, წინა წელთან შედარებით გაყიდვები როგორც რაოდენობრივად, ისე თანხობრივად გაიზარდა და ამის მიზეზი პირველ რიგში სწორედ ამ 2 მოდელის მიერ ლიდერობის უფრო დაბალ ფასიანი iPhone 6s-ისგან და Galaxy S6 edge-სგან გადაბარება გახდა.

ეს ცვლილება ლოგიკურია, ყოველ წელს, მეტ პოპულარობას შედარებით ახალი სმარტფონის მოდელები იძენენ და ამას განსაკუთრებით ახალისებს ხოლმე ბრენდების მიერ ამა თუ იმ მოდელის წარმოების სრულად შეჩერება, რაც ავტომატურად აქრობს მათი ახალ მდგომარეობაში ყიდვის ალტერნატივას და იზრდება მოთხოვნა მეორად ტელეფონებზე.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გაყიდვების ზრდა შედარებით შეაფერხა საგანვადებო პროდუქტებზე დაწესებულმა რეგულაციებმა, გაართულა რა დაკრედიტებით შეძენა იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც დადასტურებული საბანკო შემოსავლები არ გააჩნიათ, მითუმეტეს, რომ ტელეფონები ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად საგანვადებო პროდუქტებს წარმოადგენენ.

შედარებისთვის, თუ Samsung Galaxy S7 edge ყიდვა გსურთ, განვადების შემთხვევაში ის თვეში 55 ლარი დაგიჯდებათ, რაც ნიშნავს, რომ საკმაოდ ხანგრძლივი, 2 წლიანი ვადის შემთხვევაშიც კი ჯამური გაძვირება 100 ლარამდეა. ცხადია, ეს რიცხვი კიდევ უფრო ნაკლებია, თუ განვადებას უფრო ნაკლებ ვადაზე გააკეთებთ.

უფრო ძვირია iPhone 7 განვადებით (თვეში 71 ლ.), თუმცა ფასი მაინც მისაღებია ახალ მოდელთან შედარებით და თან დარწმუნებული ხართ, რომ ტელეფონი ორიგინალია, ამერიკიდან ჩამოდის და ყველა ორიგინალი აქსესუარი მოყვება, მათ შორის ყუთი, ყურსასმენი და ა.შ.

ზოგადად, მეორადი ტელეფონების ყიდვას, მითუმეტეს თუ ის ამერიკიდან ჩამოგაქვთ, გარკვეული ძალიან დიდი უპირატესობები აქვს და ეს მხოლოდ ფასში არ გამოიხატება. პუნქტობრივად ისინი შემდეგი სახით შეიძლება ჩამოყალიბდეს:

  • ტელეფონი რეალურად ორიგინალია და აქვს ამერიკიდან გამოწერის შესაბამისი დოკუმენტაცია;
  • წინასწარ შეგიძლიათ იკითხოთ და გადაამოწმოთ, როგორ მდგომარეობაში გახლდათ ის შეძენამდე;
  • განვადება, ფიზიკური პირებისგან მეორადი მოდელების ყიდვისგან განსხვავებით, ინტერნეტ მაღაზიებში შესაძლებელია და ეს დამატებით მნიშვნელოვანი დადებითი ფაქტორია, არ გიწევთ რა თანხის ერთიანად გადახდა;
  • გარანტია როგორც წესი თავად ამერიკელი გამყიდველისგან მოყვება და ამერიკაში სერტიფიცირებული Apple-ის და Samsung-ის გადამყიდველები ხარისხზე განსაკუთრებით ზრუნავენ, რაც საქართველოში ნაკლებად ხელმისაწვდომია;
  • აქსესუარები, მათ შორის ყურსასმენი და დამტენი 99% შემთხვევაში ორიგინალია, რაც გარდა თანხობრივი უპირატესობისა, სერიოზული დისკომფორტის თავიდან აცილების შესაძლებლობაა, ხშირად აფუჭებს რა ტელეფონს არაორიგინალი აქსესუარების გამოყენება.

ვარაუდობენ, რომ მომავალი წლიდან ბაზარზე გამოჩდება როგორც აიფონის, ისე სამსუნგის მეორადი ტელეფონების ახალი ასორტიმენტი, რომელიც აქამდე არ გახლდათ ხელმისაწვდომი, მათ შორის iPhone 8 და შესაძლოა X-იც, ისევე როგორც Samsung Galaxy S8, S9 და Note-ის რამდენიმე მოთხოვნადი მოდელი, რაც სმარტფონების ამ ბაზრის მიმართ მომხმარებელთა დაინტერესებას კიდევ უფრო გაზრდის.