"ჩვენთვის ერთადერთი შემოსავალი, სოფელში მოყვანილი კარტოფილია"

ბაღდათის რაიონის სოფელ ზედა ზეგანში მცხოვრები გორგოძეების მრავალშვილიანი ოჯახის უმცროს გოგონას ფულადი დახმარება, 10 ლარი, მოუხსნეს. მარიამის მეურვე მისი და ნატა გორგოძეა. ნატა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია და საცხოვრებლად  მის უმცროს დასთან ერთად  ქუთაისშია ჩამოსული. გოგონებს არანაირი შემოსავალი გააჩნიათ. საკვებს ოჯახი უგზავნის.

 ,,მე და ჩემი და რამდენიმე წელია სასწავლებლად ქუთაისში ვართ ჩამოსულები, ეკონომიურად ძალიან გვიჭირს. მე სტუდენტი ვარ, ჩემი და კი სკოლის მოსწავლე. ოჯახი საკვებს თვიდან თვემდე ძლივს გვიგზავნის, ჩვენ გარდა ოჯახში 6 წევრია და მათაც ბევრი სჭირდებათ, ჩვენთვის ერთადერთი შემოსავალი, სოფელში მოყვანილი კარტოფილია,“ - ამბობს ნატა გორგოძე.

ნატას, როგორც მარტოხელა მეურვეს სოციალური დახმარება, დაახლოებით, სამი თვის წინ დაენიშნა. მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ აიღო თანხა და მომდევნო თვეში აღმოაჩინა, რომ დახმარება უკვე გაუქმებული იყო.

,,იმერეთი ნიუსი“ ქუთაისის სოციალური დახმარების სააგენტოს დაუკავშირდა. მათი განმარტებით, დახმარების მოხსნის მიზეზი, მათთან შეხვედრის პრობლემა იყო.

  ,,რეგისტრაცია იმის გამო შეუწყდა, რომ ვერ მოხერხდა მასთან შეხვედრა. ერთი-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, აღნიშნული პირი ცხოვრობდეს რეგისტრირებულ მისამართზე. რადგან სოციალური მუშაკის ვიზიტის შემდეგ არ დაგხვდნენ სახლში, ამიტომაც ავტომატურად შეუწყდა  დახმარება, თუმცა ახლაც შეუძლია მოვიდეს და თავიდან დაწეროს განცხადება,“ - განმარტავს ნინო ჭიღლაძე, სოციალური დახმარების სააგენტოს წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ დები გორგოძეები ახლაც იმ მისამართზე არიან რეგისტრირებულნი, სადაც სოციალური მუშაკი იმყოფებოდა.  რამდენად მოქნილი და ეფექტურია მეთოდი, რომლითაც სოციალური დახმარება ინიშნება, ამას იმ ადამიანების სახეზე ამოვიკითხავთ, რომელთაც აღნიშნული დახმარება სასიცოცხლოდ სჭირდებათ.

,,იმერეთი ნიუსი“ აგრძელებს თემაზე მუშაობას. ნატას განმარტებით, ის კვლავ აპირებს სააგენტოს განცხადებით მიმართოს.

 

 

რეკლამა 

"ბარაქა" შენს სახლში. #დაგვირეკედამოგიტან (0431) 221022 ქუთაისის "ბარაქას" გამოძახების სერვისი.

Posted by ბარაქა დელიკატესები on ოთხშაბათი, 21 მარტი, 2018

აქ უნდა იყოს შენი ბიზნესის რეკლამა! 150000 ქუთაისელი ვიზიტორი! რეკლამა 100 ლარიდან. ადგილობრივ ბიზნესზე მორგებული პირობები. დაგვირეკეთ +995 591 939 411

Posted by imereti.news on სამშაბათი, 25 სექტემბერი, 2018