"ზაზა ოქუაშვილი თავის ყოფილ ჯალათს – სააკაშვილს შეეკრა" - ქართული ოცნება

„ამ კამპანიის მიზანი, ერთი მხრივ, ბიუჯეტის კუთვნილი 50 მილიონის, ანუ ხალხის კუთვნილი ფულის გადაუხდელობა და, მეორე მხრივ, ხელისუფლების იმიჯის შელახვაა."- ასე ეხმაურება კახა კალაძე ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ განცხადებებს. განცხადება კალაძე, პარტიის გენერალური მდივნის რანგში, პარტიის სახელით გააკეთა:

"საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ „ომეგას“ ბიზნესი გაანადგურა სააკაშვილმა, მან ქვეყნიდან განდევნა მისი დამფუძნებელი და პირველს სწორედ მას წაართვა ტელევიზია. ეს ბიზნესი და ტელევიზია ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით დაუბრუნდა მფლობელს და დღეს ეს ადამიანი, რომელმაც 50-მილიონიანი დავალიანება დააგროვა ბიუჯეტის წინაშე, თავის ყოფილ ჯალათს – სააკაშვილს შეეკრა და გაუგებარი ჩანაწერებით ცდილობს თავი აარიდოს ხალხის კუთვნილი ფულის გადახდას, ფარად კი ამ საქმეში ტელეკომპანიას იყენებს. „ქართულ ოცნებას“ მედიის თავისუფლების შეზღუდვას აბრალებს პოლიტიკური ძალა, რომელმაც ძალადობით მიისაკუთრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომელიც გარდაცვლილის ქონებას კლასიკური მოროდიორივით დაეპატრონა და მიითვისა ტელეკომპანია „იმედი". დღეს ყველა ხედავს, თუ რამდენად თავისუფალია მედიაგარემო საქართველოში. უსუსური ე.წ. ჩანაწერებით „ქართულ ოცნებას“ ბიზნესზე ზეწოლას აბრალებს კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ბიზნესის რეკეტი, ბიზნესმენების შანტაჟი და დაშინება, ქონების მიტაცება ყოველდღიური მოვლენა იყო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არ არსებობს ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლის არც ერთი შემთხვევა და შესაბამისად, ვერავინ წარმოადგენს ამგვარი ფაქტის ვერც ერთ მტკიცებულებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მედიასაშუალებების უსუსური მცდელობა, განახორციელონ „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია, წარუმატებლობისთვის არის განწირული,” – აღნიშნა კახა კალაძემ.

რეკლამა 

"ბარაქა" შენს სახლში. #დაგვირეკედამოგიტან (0431) 221022 ქუთაისის "ბარაქას" გამოძახების სერვისი.

Posted by ბარაქა დელიკატესები on ოთხშაბათი, 21 მარტი, 2018

აქ უნდა იყოს შენი ბიზნესის რეკლამა! 150000 ქუთაისელი ვიზიტორი! რეკლამა 100 ლარიდან. ადგილობრივ ბიზნესზე მორგებული პირობები. დაგვირეკეთ +995 591 939 411

Posted by imereti.news on სამშაბათი, 25 სექტემბერი, 2018