რა შემოწირულობები იღებენ პოლიტიკური პარტიები?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, შემოწირულობების ნიშნულით,  მმართველი პარტია, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს. მათი შემოწირულობა ბოლო 2 წლის განმავლობაში 15 404 668 ლარია, რომელიც 713 შემოწირულობიდან დააგროვა.

მეორე ადგილს პარტია "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" იკავებს, 1 934 074 ლარით 708 შემოწირულობით.

მესამე ადგილს "ნაციონალური მოძრაობა" იკავებს 788 090 ლარით 317 შემოწირულობით.

ლეიბორისტულ პარტიას ბოლო 2 წლის განმავლობაში 23 196 ლარი დაუგროვდა, 25 შემოწირულობით.

ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" ბიუჯეტს 145 955 ლარი შეემატა ბოლო 2 წლის განმავლობაში 61 შემოწირულობიდან.

 "თავისუფალი საქართველოს"  ბოლო 2 წელს შემოწირულობა 1 791 ლარს შედგენს, 5 შემომწირველისგან.