"ჭიღვარია ჩამოყალიბდა, როგორც ბიუჯეტის ქურდი"

ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას ბიუჯეტის გაძარცვასა და თანხების არამიზნბრივად ხარჯვაში ადანაშაულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში "ლეიბორისტული" პარტიის ქუთაისის ორგანიზაციამ ბრიფინგი გამართა. ისინი აცხადებენ, რომ  გიორგი ჭიღვარიას მერობის პერიოდში ხელფასები მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა.

 "მერიის ააიპების ადმინისტრაციების სახელფასო ხარჯები მილიონზე მეტი ლარით არის გაზრდილი. აღნიშნული საჯარო ინფორმაციის დამუშვების შედეგად დავადგინეთ. გასულ წელს ეს ხარჯი იყო  6, 096080 ლარი,  2018 წელს კი - 7 133 850 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ მატება მოდის მერის უახლოეს გარემოცვასა და "ქართული ოცნების" აქტივისტებზე. ამასთან, ააიპებში იხსნება ახალი განყოფილებები, სადაც თავიანთ კადრებს ასაქმებენ. ეს ფაქტი მიანიშნებს, რომ ქუთაისის ბიუჯეტიდან ხდება პარტიული აქტივის შენახვა. ჭიღვარიას ქმედება კი თამამად შეიძლება შევაფასოთ, როგორც ბიუჯეტის ქურდობა. ჭიღვარია ჩამოყალიბდა, როგორც ბიუჯეტის ქურდი" , - ამბობს ირაკლი კიკვაძე. 

 მერიაში ირაკლი კიკვაძის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.