"ტორპედო" გასვლით შეხვედრას "ლოკომოტივი"-ს წინააღმდეგ გამართავს

28 ოქტომბერს ქუთაისის "ტორპედო" 30-ე ტურის შეხვედრას თბილისის "ლოკომოტივი"-ს წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა მიხეილ მესხი 2 -ზე 15:00 საათზე დაიწყება. ქუთაისლებს ხვალინდელ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარება უკრაინელი მცველი ოლეკსანდრ აზაცკი. ეროვნულ ლიგის ბოლო შვიდ შეხვედრაში "ტორპედო"-მ "ლოკომოტივი" 4 ჯერ დაამარცხა, ორი შეხვედრა "ლოკომოტივმა" მოიგო, ხოლო მათი ერთი დაპირისპირება ფრედ დასრულდა. ლოკომოტივი ტურის წინ 33 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო "ტორპედო" 49 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს.