"ტორპედო" კვლავ დაუმარცხებელია, მორიგი გამარჯვება "ლოკომოტივთან"

ქუთაისის "ტორპედო"-მ წაუგებელი სერიები 13 შეხვედრამდე გაზარდა. ქუთაისლებმა 30 ტურის შეხვედრაში თბილისის "ლოკომოტივი" 1:0 დაამარცხეს. შეხვედრა მიხეილ მესხი 2 ზე გაიმართა. მატჩის ერთადერთი გოლი 31-ე წუთზე არფანგ დაფეს პასით გიორგი ქიმაძემ გაიტანა და გუნდს მორიგი სამი ქულა მოუტანა. დღევანდელი გამარჯვებით "ტორპედომ" 52 ქულა მოაგროვა და "ჩიხურასთან" ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა. ეროვნულ ლიგაში   "ტორპედო"-ს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ნათამაშები.