რუსი გულშემატკივრები რომში, ესკალატორზე, დაშავდნენ

20-მდე ადამიანი დაშავდა რომში ეკსკავატორის წმყობრიდან გამოსვლის შემდეგ. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა, გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულთა უმრავლესობა რუსი ფანები იყვნენ, რომლებიც მეტროში გადაადგილდებოდნენ.

იტალიური პოლიციის განცხადებით ექსკალატორის დაზიანება გულშემატკივრებმა გამოიწვია.

,,ფანები ექსკავატორზე დარბოდნენ ამტვრევდნენ და ცეკვავდნენ.კონსტრუქციამ ვერ გაუძლო," - აცხადებენ იტალიის პოლიციაში.

დაშავებულები გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში, გავრცელებული ინფორმაციით, სერიოზული დაზიანება არცერთს არ აღენიშნება. იტალიური პოლიციის განცხადებით, ინციდენტის შემდეგ მეტრო სადგური დაიხურა.