ესპანეთში 1400 კგ "კოკაინის" გადატანის გამო საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ კანარის კუნძულებთან მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავ საბუქსირო გემზე 1400 კილოგრამი „კოკაინი“ აღმოაჩინა და გემის ეკიპაჟის 10 წევრი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ესპანური მედია წერს.

დაკავებულია თურქეთის 7 და საქართველოს, უკრაინისა და ბულგარეთის თითო მოქალაქე. პოლიციის ინფორმაციით, აკრძალული ტვირთი სპეციალურ სამალავში ინახებოდა.

„კოკაინი გემით სამხრეთ ამერიკიდან, თურქეთის გავლით ესპანეთში უნდა მოხვედრილიყო, საიდანაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მისი ტრანსპორტირება იგეგმებოდა“, - აცხადებენ პოლიციაში.

 

 

რეკლამა 

"ბარაქა" შენს სახლში. #დაგვირეკედამოგიტან (0431) 221022 ქუთაისის "ბარაქას" გამოძახების სერვისი.

Posted by ბარაქა დელიკატესები on ოთხშაბათი, 21 მარტი, 2018

აქ უნდა იყოს შენი ბიზნესის რეკლამა! 150000 ქუთაისელი ვიზიტორი! რეკლამა 100 ლარიდან. ადგილობრივ ბიზნესზე მორგებული პირობები. დაგვირეკეთ +995 591 939 411

Posted by imereti.news on სამშაბათი, 25 სექტემბერი, 2018

წყარო: IPN