რობერტ დე ნიროს რესტორანს, დემოკრატებს, CNN_სა და თეთრ სახლს ბომბი გაუგზავნეს

ამერიკაში, რობერტ დენიროს რესტორანში სამართალდამცავებმა დიდი რაოდენობის ასაფეთქებელი მოწყობილობა  აღმოაჩინეს. სამართალდამცავების ინფრომაციით, მსგავსი მოწყობილობა ბარაკ ობამას, ჯო ბაიდენს, ჰილარი კლინტონს, CNN_ის ოფისში, თეთრ სახლში, ნიუ იორკის მერთან და ჯორჯ სოროსთან აღმოაჩინეს. 

სამართალდამცავებმა CNN- ს განუცხადეს, რომ დე ნიროს რესტორანში გაგზავნილი პაკეტი შეიცავდა დიდი რაოდენობით ასაფეთქებელ ნივთიერებას. პაკეტი შენობის მეშვიდე სართულზე იყო, სადაც რობერტ დე ნიროს "Tribeca Productions"_ს ოფისია.

დენიროს რესტორანში გაგზავნილი ბომბირობერტ დენიროს რესტორანში გაგზავნილი ბომბი

CNN_ში ნაპოვნ ასაფეთქებელს პრეზიდენტი ტრამპი გამოეხმაურა და ამბავს სიცრუე უწოდა

,,დღევანდელი საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, გაღიზიანებულია, რისი ბრალიც მედიის მეინსტრიმური მიზანმიმართული ცრუ და არაკეთილსინდისიერი გაშუქებაა, ვგულისხმობ ყალბ სიახლეებს, რომელსაც მედია უწყვეტად აშუქებს,"- განაცხადა ტრამპმა.