წყალმოვარდნას 18 ადამიანი ემსხვერპლა, უმეტესად ბავშვები [VIDEO]

იორდანიაში  მოულოდნელად წყლის მოვარდნით 18 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა მკვდარი ზღვის მახლობლად მოხდა. მოვარდნილმა წყალმა მაინის ცხელი წყლების რაიონი დატბორა. რა დროსაც, იქ მოსწავლეების ჯგუფი ექსკურსიაზე იმყოფებოდა.

წყალმოვარდნას 34 ადამიანი გადაურჩა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულები იორდანიის პრემიერ-მინისტრმა მოინახულა.

ისრაელის სამხედრო ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ იორდანიის მთავრობის თხოვნით ელიტარული საძიებო-სამაშველო დანაყოფებიდან ჯარისკაცებს, რამდენიმე ვერტმფრენი გაუგზავნა.